“სოფელი თავად განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროექტებს” – ყვარელში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში 10 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელი თავად განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროექტებს, ეს იქნება სარწყავი თუ სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, გარე განათების მოწესრიგება, გმირთა მემორიალის მშენებლობა თუ მიმდინარე სხვა საკითხები.
10 თებერვალს შეხვედრები გაიმართება:
მთისძირი 12:00 საათი
ბალღოჯიანი 13:30 საათი
ახალსოფელი 14:30 საათი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან განახლდა.