კახეთის ორ სკოლაში კოვიდინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა

თელავის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსი დაუდგინდა სოფელ რუისპირის მე- 10 კლასის ორ და სოფელ ლაფანყურის 11-ე კლასის ერთ მოსწავლეს.

ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის გადაწყვეტილებით, ორივე საჯარო სკოლის აღნიშნული კლასები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ეპიდემიოლოგების შეფასებით, შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები