“ქალთა ოთახები” გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოში არსებული ,,ქალთა ოთახების“ გაერთიანების ხელმძღვანელად ფატიმა ბოლქვაძე აირჩიეს. საქართველოში არსებული 30 ,,ქალთა ოთახის„ მესამე გაერთიანებული შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
შეხვედრაზე ,,ქალთა ოთახების“ გაერთიანების შესახებ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შემუშავებულ იქნა, ასევე ქალთა მხარდაჭერისა და განვითარებისთვის ერთობლივი მიზნები და ინიციატივები.
კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ,,ქალთა ოთახების“ გაერთიანების ხელმძღვანელი და რეგიონალური წარმომადგენლები აირჩიეს.
ხმათა უმრავლესობით ,,ქალთა ოთახების“ გაერთიანების ხელმძღვანელად ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი ფატიმა ბოლქვაძე აირჩიეს.
ასევე, შეხვედრაზე არჩეული იქნა ,,ქალთა ოთახების“ რეგიონალური წარმომადგენლები:
1. ქვემო ქართლი – მელიტა კოპაძე
2. სამცხე-ჯავახეთი – ნინო ლურსმანაშვილი
3. აჭარა – თამილა ფუტკარაძე
4. კახეთი – ნელი აბეჩხრიშვილი
5. გურია – ქეთი კუჭუხიძე
6. იმერეთი – ლაშა გოგოლაშვილი