“ დღე რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის” – ქუთაისში აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
,, 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, დღე რომელიც განსაკუთრებით უნდა გვახსენებდეს თუ რა იყო საქართველო და როგორი უნდა იყოს ის. როგორი უნდა იყოს ის სულისკვეთება, რომელიც ქართველს აძლევს ბოლომდე ბრძოლის ძალას საქართველოსთვის. ამ პათოსით იზრდებოდნენ თაობები და კიდევ ბევრი გაიზრდება. ვულოცავ დავითობას სრულიად საქართველოს“, – ზვიად შალამბერიძე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები