მოწესრიგებული სველი წერტილები და ინფრასტრუქტურა – ორგორაში სკოლა შენდება

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლის მშენებლობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და მერის მოადგილე ლევან ბერიძე გაეცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მოემსახურება 2 სოფელს საყუდაბელსა და ორგორას.

მერიის თანამშრომლების განცხადებით, პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, 1 კლასლაბორატორია, სამასწავლებლო, ადმინისტრაციის, ბიბლიოთეკის, კომპიუტერების ოთახები და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია და სპორტული მოედანი.
სკოლის მშენებლობისათვის სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

ცნობისთვის, მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები