გასროლა სასიგნალო იარაღიდან მოხდა – “რეგიონულმა კვირამ” სოცქსელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დეტალები გაარკვია

“რეგიონულმა კვირამ” გუშინ სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც მომხმარებელი ჰყვება, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, დეტალები გაარკვია.

გუშინ გავრცელებულ ვიდეოში სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომ ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა რა დროსაც სროლის ფაქტს შეესწრო. მისი თქმით, უცნობმა პირებმა ავტომობილიდან რამდენჯერმე გაისროლეს.
ვიდეოდანვე ირკვევა, რომ გოგონა სამართალდამცველებმა გამოკითხეს და მომხდარში მონაწილე პირების ვინაობაც დაადგინეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირება არ მომხდარა, ინციდენტში მონაწილე პირები მეგობრები იყვნენ და მათ გასროლა არა ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ სასიგნალო იარაღით, ე.წ. სტარტოვკით მოახდინეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები