პირველად 15 წლის შემდეგ, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა
თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგა. ქალაქში პირველი მგზავრი კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, თელავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
ცნობილია, რომ მოსახლეობას ამ ეტაპზე 5 ავტობუსი მოემსახურება და გადაადგილება უფასო იქნება. საწყის ეტაპზე სამგზავრო ავტობუსები მხოლოდ ქალაქ თელავში იმოძრავებს, მოგვიანებით კი თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოიცავს.
ავტობუსიდან პირველი 5 ერთეული 8.5-მეტრიანი, EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. თვის ბოლოს დაგეგმილია ქალაქისთვის დამატებით კიდევ 5 ავტობუსის გადაცემა. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე, ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.