კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 32 დაფიქსირდა
ქვეყანაში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 32 დაფიქსირდა. დღევანადელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა.
ამ დროისთვის, იმერეთის საავადმყოფოებში 449 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან მძიმეა 121 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 15 პირი.
დღეის მდგომარეობით, კლინიკურ სასტუმროებში 11 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 1 408 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში
15 პაციენტი გარდაიცვალა.