გასული 24 საათის განმავლობაში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 32, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 13, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, შესაბამისად თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც შემცირდა. ამ ეტაპზე 35 ადამიანი გადის დაკვირვებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები