კახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 8-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 32, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 13, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის დიაგნოზით, 15 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 736 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები