14 ახალი შემთხვევა და 39 გამოჯანმრთელებული – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 39-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 52 კოვიდ პაციენტი
სენამედის კლინიკაში 35 კოვიდ პაციენტი მათ შორის არის 3 მძიმე პაციენტი
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურს გადის – 33 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 19 პაციენტი
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 15 – პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 24 პაციენტი რჩება.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 176 ადამიანი მკურნალობს. მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები