სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ზუგდიდში, ინგირი- კახათის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ზუგდიდი-ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტიცაიო სამუშაოებთან დაკავშირებით 8 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ინგირი-კახათის მონაკვეთი ჩაიკეტება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
“ზუგდიდი-ანაკლიის მიმართულებით, რკინიგზის გადასასვლელიდან კახათის საზღვრამდე, შემოვლითი გზით შესაძლებელია ისარგებლოთ შამგონის მიმართულებით. ხოლო, ანაკლია-ზუგდიდის მიმართულებით, კახათი- ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3.4 კილომეტრიანი მონაკვეთის სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელი მიერთებების მოწყობას.