ექიმი რუსთავში დაჭრილ მამაკაცზე: საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება ოპერაცია

პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკა “რუსთავში” განუცხადეს, სადაც მეგობრობის გამზირზე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის დაჭრილს კვლევები უტარდება და საჭიროების შემთხვევაში ოპერაცია ჩაუტარდება.

“ამ წუთებში პაციენტი იმყოფება საოპერაციოში, მიმდინარეობს კვლევები, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება ოპერაცია. დაჭრილია ბარძაყის არეში. გარეგანი დათვალიერებით ამ ეტაპზე ფიქსირდება მხოლოდ კუნთის დაზიანება. მისის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია”, – განაცხადეს კლინიკა “რუსთავში”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსთავში მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით,  დაჭრას წინ ჩხუბი და კამათი უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

როგორც “რეგიონული კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები