ბათუმის საქალაქო სასამართლოში ღამით დაკავებულების საქმეზე განხილვა დასრულდა. მოსამართლემ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაზე 7 მონაწილე 1000-1000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო პოლიციამ “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის იგივე პირები 2000-2000 ლარით გვიან ღამითვე დააჯარიმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ფირუზ წულუკიძეც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. მას 1500-ლარიანი გირაო შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პარალელურად დაუმორჩილებლობის აქცია ბათუმშიც გაიმართა, სადაც პოლიციამ 11 პირი დააკავა.