კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას აღარ იკავებს. “რეგიონულ კვირას” აღნიშნულ იფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უდასტურებენ.
ამ ეტაპზე მოვალეობას კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა.