რუსთავში მამაკაცი დაჭრეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც “რეგიონული კვირის” ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, დაჭრას წინ ჩხუბი და კამათი უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
როგორც “რეგიონული კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.