სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 584-მდე გაიზარდა

სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 პირი დაინფიცირდა. საერთო ჯამში მათი რაოდენობა 4584 გახდა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 7 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ასპინძა – 2;
ახალციხე – 1;
ბორჯომი – 4.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 11 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.

როგორც “რეგიონულ კვირას” გიორგი მიქელაძემ განუცხადა, თვითიზოლაციაში 339 პირი იმყოფება, აქედან
ადიგენში – 221 პირი;
ასპინძაში- 17 პირი;
ახალციხეში – 26 პირი;
ახალქალაქში – 10 პირი;
ბორჯომში – 65 პირი.

რეგიონში მოქმედ კოვიდკლინიკაში 70 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 24 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები