მელე-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპატრამენტი ავრცელებს.
როგოროც განცხადებაშია ნათქვამი, ამავე გზის კმ92-კმ125 (ბაბილი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ92 (წყალტუბოს გადასახვევი-ბაბილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.