ბათუმის სასამართლოს წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ირაკლი ჭედიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

ოპიზიციის წევრები ამბობენ, რომ ჭედიშვილი ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა რაზეც, მათივე თქმით, წუხანდელი შემთხვევა მოწმობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ღამის საათებში ახალგაზრდებმა მსვლელობა – ე.წ. “დაუმორჩილებლობის მარში” მოაწყვეს. მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც. შედეგად, პოლიციამ 11 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები