ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის შეფარდების საკითხი იხილება
ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
დაკავებულის ადვოკატის, ნუგზარ ტყებუჩავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ამ საქმესთან მას არავითარი კავშირი არ აქვს.
დაცვის მხარე სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეთავაზებას გეგმავს.
“მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, სასამართლო იქნება თუ არა მოწოდების დონეზე, გათავისუფლებულია თუ არა ის ძველი მენტალიტეტისგან. იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი. ამაზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება”, – განმარტა უფლებადამცველმა.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ფოთში, საპატრულო პოლიცის შენობის მიმდებარედ, 45 წლამდე მამაკაცი, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.