ქვემო ქართლში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 4 რუსთავს უკავშირდება

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 4 რუსთავში გამოვლინდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას, განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 30, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოორონავირუსით 14 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები