პროტესტის 105-ე დღე – ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია

რიონისხეობის მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები ამჯერად, სოფელ ნამოხვანში შეიკრიბებიან.

ისინი ჰესის მშენებლონას აპროტესტებენ, ამასთან ითხოვენ, ხეობიდან კომპანია “ენკა” გავიდეს  და 576 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც თურქულ კომპანიას 99 წლით გადაეცა, დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ასევე  აპროტესტებენ პირველ თებერვალს მომხდარ დარბევას და ჯვრის დემონტაჟს.
მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის მთელს დასავლეთ საქართველოს.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად აქციაში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას.

მოქალაქეები ჰესის მშენებლობას 105 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები