ონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გამო გზები ინტენსიურად იწმინდება
ონის მუნიციპალიტეტში ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დიდთოვლობისა და ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო სოფელ ბარის და მრავალძლის საავტომობილო მონაკვეთები უკვე გაიწმინდა.
გზების მონოტორინგი და გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება.