კოვიდინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან 73 იმერეთში დაფიქსირდა
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 73 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც, 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში იმერეთში – 463.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის 127 იმერეთში.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, იმერეთში – 18.
294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 11 – იმერეთში.
2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი.
6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.64%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა.