რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა ცაგერს უკავშირდება
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მხარის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბროლაურის, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში არცერთი დადასტურებული შემთხვევაა, 3 ახალი დაიფიცირებული კი ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. „სამი დაინფიცირებულიდან ერთი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ორი კი ახალი დადასტურებული შემთხვევაა“, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა განაცხადა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში თვითიზოლაციაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.