იმერეთში, დევნილთა რამდენიმე დასახლებაში სათამაშო მოედნები და სავარჯიშო სივრცეები მოეწყო
ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში დევნილთა დასახლებებში ბავშვთა სათამაშო მოედნები და სატრენაჟორო სივრცეები მოეწყო.
„გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში მცირე მასშტაბის 18 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა და დამატებით, კიდევ 6 განხორციელდება“ – განაცხადა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.
მისივე განცხადებით, დევნილთა სააგენტო, პირველ რიგში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს ითვალისწინებს