ბათუმში გამართული აქციის დროს პოლიციამ 11 პირი დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში გვიან ღამით პოლიციასთან დაუმორჩილებლობისათვის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა.
როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, ორი მათგანი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც ბათუმში კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდებმა ქუჩაში გადაადგილება დაიწყეს და სამართალდამცველებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ახალგაზრდები კომენდანტის საათის მოხსნას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც.