კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი-ეპიდსიტუაცია აჭარაში
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი- ასეთია ეპიდსიტუაცია აჭრაში. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, გარდაცვლილები ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 21 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 5 პირი იმყოფება. მკურნალობს 174 ადამიანი, ხოლო კოვიდ სასტუმროში 124 მოქალაქეა მოთავსებული