2021 წელს, ხულოს მერია 11 სოციალურ პროგრამას განახორციელებს, მათ შორის, ორი ახალია
2021 წელს, ხულოს მერია 11 სოციალურ პროგრამას განახორციელებს, მათ შორის ორი ახალია
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ბიუჯეტი 340 000 ლარი;
მრავალშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 150 000 ლარი.
სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა – ბიუჯეტი 52 200 ლარი.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა – ბიუჯეტი 25 400 ლარი;
უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 25 000 ლარი;
დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 67 200 ლარი;
ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 55 000 ლარი;
ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება – ბიუჯეტი 60 000 ლარი;
მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (მათ შორის ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 66 600 ლარი;
მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა – ბიუჯეტი 200 000 ლარი;
მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდის მომსახურება – ბიუჯეტი 85 200 ლარი;
ჯამში, 2021 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 126 600 ლარია გამოყოფილი.