ფოთში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს, 12:00 საათზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართება.

ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოსთვის გირაოს შუამდგომლობით მიმართვას აპირებენ. თუმცა თანხის ოდენებას ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ.

„რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ, თუმცა თანხის ოდენობა დაკავებულის ოჯახთან უნდა შევათანხმოთ. ამ დროისთვის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ნორმალურად გრძნობს. მასზე ძალადობა არ განხორციელებულა,“- განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ.

ცნობისთვის, 4 თებერვალს, ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან, ახალგაზრდა მამაკაცი გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები