ახმეტაში კედლებს და შენობებს თვითნასწავლი მხატვარი მოხატავს

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ახალგაზრდა ახმეტელ მხატვარს გიორგი ავალიშვილს შეხვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“გიორგი თვითნასწავლი მხატვარია. პანდემიის გამო მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და მისი გალამაზება გადაწყვიტა. ამიტომ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ღვაწლმოსილი ადამიანების პორტრეტები გამოსახა და ერთი კედელი განაახლა.
მუნიციპალიტეტის მერმა და გიორგიმ სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დაგეგმეს, რომ მუნიციპალიტეტში მდებარე უსიცოცხლო კედლებსა და ნაგებობეს გიორგი ვიზუალურად გააფორმეს და ახალ სიცოცხლეს შესძენს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს გიორგის სამომავლო გეგმების განხორციელებაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები