პოლიციამ კომენდანტის საათის დროს ბათუმში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავა

ბათუმში კომენდანტის საათის დროს გამართული საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე პირი დააკავეს. ინფორმაციას აქციის მონაწილეები ავრცელებენ. მათივე ცნობით, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი აცხადებს, მონაწილეების დაკავება დაუმორჩილებლობის გამო მოხდა. შეკრებილები კომენდანტის საათის დროს აწყობდნენ მსვლელობას, მათ პოლიციამ კანონმორჩილებისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის პარალელურად, ბათუმში რამდენიმე ახალგაზრდამ აქცია გამართა და მსვლელობით ქუჩებში გადაადგილდებოდა. მათი თქმით, კომენდანტის საათი და შეზღუდვა არის არატოლერანტული და მთავრობამ აკრძალვების ნაცვლად, კრიზისიდან გამოსავალი კონკრეტული გეგმა უნდა დასახოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები