ოზურგეთში, რამდენიმე სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთი სკოლა და სამი სკოლის რამდენიმე კლასი ორი კვირით დისტანციურ სწავლებას უბრუნდება. მიზეზი რამდენიმე მოსწავლის და მასწავლებილის კორონავირუსით ინფიცირებაა.
“ზემო ნატანების საჯარო სკოლა, ლიხაურის საჯარო სკოლის 1-4 კლასის ჩათვლით, ქვემო ნატანების საჯარო სკოლა 11-12 კლასი, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის მე-12 კლასი დროებით დისტანციურ სწავლებას უბრუნდება. კორონავირუსით ზემო ნატანებსა და ლიხაურში მასწავლებლის დაინფიცირების შემთხვევა გვაქვს, დანარჩენ შემთხვევებში მოსწავლის. აღნიშნულ სკოლებსა და კლასებში სწავლა ორი კვირით დაუბრუნდება დისტანციურ რეჟიმს. საგანგაშო შემთხვევები არსად არ გვაქვს, ვიქცევით სიტუაციის შესაბამისად”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა.
გურიაში, სწავლება კონტაქტურ რეჟიმში პირველი თებერვლიდან განახლდა.