ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული შალვა შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართება.
ადვოკატები ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაოს შეთავაზებას გეგმავენ, თუმცა თანხის ოდენებას ჯერ არ აკონკრეტებენ.
“ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესი. ადვოკატები, რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ, თუმცა თანხის ოდენობა დაკავებულის ოჯახთან უნდა შევათანხმოთ. ამ დროისთვის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ნორმალურად გრძნობს. მასზე ძალადობა არ განხორციელებულა,“- განაცხადა ადვოკატმა ნუგზარ ტყებუჩავამ