მანქანის გამო დაწყებული კონფლიქტი-ლაგოდეხში თანასოფლელმა მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 40 წელს გადაცილებულ კაცს სხეულის არეში სხვადასხვა სახის დაზიანებები თანასოფლელმა მიაყენა, რის გამოც მან მოგვიანებით საავადმყოფოს თავად მიმართა.
განჯალაში მომხდარი კონფლიქტის მიზეზი წარსულში მომხდარი ინციდენტი და შურისძიება სახელდება. ადგილობრივების თქმით, თავმდამსხმელი მისივე თანასოფლელს საკუთარი ავტომობილის დაზიანებაში ადანაშაულებდა, რის გამოც მათ შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, ფიზიკურში გადაიზარდა.
მომხდარზე გამოძიები ძალადობის მუხლით დაიწყო.