სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცლილი იპოვეს.  38 წლის მამაკაცი ბოსელში ჩამომხრჩვალი ძმამ ნახა.

როგორც ” რეგიონულ კვირასთან” მეზობლები ყვებიან, სავარაუდო სუიციდის მიზეზი ოჯახური პირობებია.

“სავარაუდოდ ოჯახურმა პირობებმა მიიყვანა აქამდე, დედა ჰყავდა ავად მაგრამ, ისეთი გეგმები ჰქონდა, არ ვიცით ეს რატომ ჩაიდინა”, – აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.

შსს-ს ცნობით, სოფელ პირველ მაისში მომხდარ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები