ადვოკატი: ფოთში მომხდარი მკვლელობის დროს ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა

ფოთში მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ნუგზარ ტყებუჩავამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა.

,,ჩაგვბარდა დღეს საქმის მასალები მთლიანად, რაც ამ მომენტისთვის, გამოძებას აქვს მოპოვებული, ჩვენ მას ზოგადად გავეცანით, რაც ვნახეთ, იქ პირდაპირი მტკიცებულება არაფერია, არის მხოლოდ ზოგადი.
იქ არის მითითებული, რომ ბრალი წარდგენილია მოწმეების ჩვენების საფუძველზე, თუმცა ვერცერთი მოწმე პირდაპირ ვერ ასახელებს მას და ვერც აღწერს.
მასალებში ჩანს, რომ იყო მამაკაცი “კაპიშონში” და პირბადით ასე, რომ არ ჩანს ჩაცმულობა. ჩაცმულობას რაც შეეხება, რომ დააკავეს სხვა ჩაცმულობით იყო კადრზე და მოწმეების მიერ სხვა ჩაცმულობით არის აღწერილი.
როდესაც ჩვენება მისცა, გამოკითხვის ოქმის დროს ბრალდებულმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, თუ სად იყო ამ დროს და ის ემთხვევა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებას, სადაც ის ამბობს, რომ მკვლელობის მომენტში ის იყო ქალაქის ცენტრში სტომატოლოგიურ პოლიკლინიკასთან. ეს პრაქტიკულად დასტურდება იმიტომ, რომ არ გამოუკითხავთ ჯერ მისი და და მისი მეუღლე, რომელიც მან პოლიკლინიკაში წაიყვანა 26 მაისის ქუჩაზე.
მან გვთხოვა, რომ ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის დროს.
ბრალდებული ამბობს, რომ როცა მოხდა მკვლელობა, ის გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში“, – განაცხადა ადვოკატმა .

შეგახსენებთ, რომ ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები