Black Sea Arena გერმანული დიზაინის დაჯილდოების გამარჯვებული გახდა
გურიაში, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena გამარჯვებული საუკეთესო არქიტექტურის კატეგორიაში გახდა. დაჯილდოებაზე პრიზები საუკეთესო დიზაინის კატეგორიის გამარჯვებულებს გადაეცემათ.
ცნობისთვის, გერმანული დიზაინის ყოველწლიური დაჯილდოება კომერციულ წარმატებას უწყობს ხელს.
„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს. ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმასპინძლა.
ამჟამად მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, არენაზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადადებულია.