სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 60- მა პაციენტმა დაამარცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია :
რუხის კლინიკაში იმყოფება – 52 კოვიდ პაციენტი
სენამედის კლინიკაში 35 კოვიდ პაციენტი მათ შორის არის 5 მძიმე პაციენტი
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურს გადის – 36 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 5 პაციენტი
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში – 20 პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 11 – პაციენტი
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში ამდრომდე 24 პაციენტი რჩება.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 185 ადამიანი მკურნალობს. მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 58 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები