მარნეულის მერია: მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მიმდინარე წელს, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. ამჯერად გზის კეთილმოწყობა, სოფელ თაზაკენდსა და ბურმაში გნხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერიაში განუცხადეს.
აღნიშნული პროექტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 838 390 ლარით დაფინანსდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელ ბურმაში 1 200 მეტრის მოცულობის, ხოლო სოფელ თაზაკენდში, 2 479 მეტრის მოცულობის გზა დაიგო. ასევე სოფელ ბურმაში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილი. პროექტით გათვალიწინებული სამუშაოების ფარგლებში, ჭაბურღილიდან – რეზერვუარამდე გაყვანილი იქნა წყლის მაგისტრალი და დაიგდა საქლორატორო.
დასრულებული სამუშაოები, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა,მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ,მარნეულის საკრებულოს თავჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილემ კენან ომაროვმა მოინახულეს.
პროექტის გაცნობის შემდგომ ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათ საჭიროებებზე ისაუბრეს.