რუსთავში ავტობუსით გადაადგილების საფასური იზრდება

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილების ტარიფი ძვირდება. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მგზავრობის საფასური 50 თეთრამდე გაიზრდება.
სატრანსპორტო საკითხთან დაკავშირებით, 8 თებერვალს, საკრებულოს სხდომა გაიმართება, სადაც შიდა სამგზავრო ავტობუსებზე, ტარიფის ცვლილებაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ახალი, 40-მდე ავტობუსის დამატება ქალაქში დეკემბრიდან დაიწყო და ეტაპობრივი განახლება ამ დრომდე გრძელდება. ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გაჩერებებს და ავტობუსებში დამონტაჟდა გადახდის ელექტრონული სისტემა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები