აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი

6 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი.
ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. საერთო ჯამში, რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 34 919 შეადგინა.
ბათუმის კოვიდ კლინიკებში ვირუსზე მკურნალობას 178 პაციენტი გადის. აქედან 5 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სასტუმროში 123 პირია მოთავსებული, ხოლო ონლაინ კლინიკაში 173 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები