ქვემო ქართლში კორონავირუსით 16 პირი დაინფიცირდა
ქვემო ქართლში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 16-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 21, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.