შიდა ქართლში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება – რეგიონში სარწყავი სისტემა რეაბილიტირდება

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის რეგიონში სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება.

დავით წითლიძის თქმით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, – განაცხადა დავით წითლიძემ.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის – (ქვემო ხვითი, ყელქცეული, ქარელი, ძლევიჯვარი, დირბი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა) მოსახლეობა ისარგებლებს.
პროექტის ჯამური ღირებულებაა – 3 877 000 ლარი.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები