დუშეთში 1962 წელს აშენებული სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ დროისთვის შენობის როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე აქტიურად მუშაობს.

დაწესებულება 1962 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, სწორედ ამიტომ, სიძველიდან გამო შენობა საფუძვლიან რეაბილიტაციას საჭიროებს. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ბიჩნიგაურთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან დავით ოსეფაშვილთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლას მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებია, ათწლეულების განმავლობაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამორტიზებულ გარემოში უხდებოდათ სწავლა და მუშაობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები