კახეთში კოვიდინფიცირების 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან 54 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 246 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 101, ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 21, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბოლო 24 საათში, ვირუსისგან 569 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.