ქუთაისში 60 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს
ქუთაისს 60 ახალი ავტობუსი დაემატა. 8 თებერვლიდან ქალაქში ახალი, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ.
ქᲣთაისის მერის იოსებ ხახალეᲘშვილის განცხადებით, ათწლეულებია რაც ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი არ ყოფილა.
“ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას 60 ახალი, თანამედროვე ავტობუსი ჰყავს, რომლებიც იმუშავებენ როგორც ძველი რეისებით, ასევე მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით შერჩეულ ახალ მარშრუტებზეც.
EVRO 5 –ის ტიპის ავტობუსების შეძენა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი, მოვლენაა ქუთაისის სინამდვილეში და ამ ფონზე, გარკვეული ძალები ცდილობენ ეს სიახლე და მართლაც ძალიან კარგი ამბავი საზოგადოებას ნეგატიური ასპექტით მიაწოდონ. თუმცა, რეალობას ვერავინ გაექცევა და ჩვენი მოსახლეობა თავად დარწმუნდება, რომ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები.