ის, რომ ელექტროენერგიის იმპორტი სხვადასხვა კორუფციულ საქმეებთან არის დაკავშირებული – არის აბოსლიტური სპეკულაცია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან – თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თუმცა მათ ბაზრის 25% უკავიათ, რაც მონოპოლიზაციის საშუალებას ვერავის მისცემს.
“ის, რომ ელექტროენერგიის იმპორტი სხვადასხვა კორუფციულ საქმეებეთან არის დაკავშიფებული – არის აბოსლიტური სპეკულაცია. მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაშენებთ ახალ ჰიდროსადგურებს, ვარემონტებთ არსებულს და ვაშენებთ ისევ ახალ ჰიდროსადგურებს, როგორიც არის ნამახვანი, როგორიც არის სხვა სადგურები, მცირე და დიდი, ამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას იმპორტზე.
ჩვენი საბოლოო ამოცანა არის, რომ მეტი ადგილობრივი გამომუშავება იყოს და ნაკლები იმპორტი, მაგრამ იმ ნაწილშიც კი რაშიც ჩვენ დღეს იძულებულები ვართ, რომ იმპორტული ელექტროენერგია ვიყიდოთ, არის ძალიან მაღალი კონკურენცია.
ბაზარი გადანაწილებულია ყველა მეზობელს შორის, ყველა ქვეყნიდან ხდება ელექტროენირგიის შემოტანა თქვენ ნახავთ, რომ თურქული ელექტრნოენერგოენერგიაც შემოდის, აზერბაიჯანულიც, რუსულიც, მაგრამ მხოლოდ 25 პროცენტი უჭირავს ბაზრის, აქედან გამომდიანრე, მონოპოლიზაცია და ბოროტად გამოყენება უფლების გამორიცხულია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.