ნათია თურნავას თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ 2019 წლის მოცემულობას ერთბაშად ვერ დავუბრუნდებით

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების გამარტივების გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გადაწყდა, თუმცა იმის მოლოდინი რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ 2019 წლის მოცემულობას დავუბრუნდებით, აბსურდულია.

მისივე თქმით, ქვეყანა ჯერ ისევ პანდემიას ებრძვის, ამიტომ ის რეგულაციები რაც ბიზნესმა და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას, რა თქმა უნდა, გახსნის პარალელურად უფრო გამკაცრდება.

„პირველ ეტაპზე სარესტორნო ინდუსტრიაში ღია სივრცეების გახსნა არის ევროპაში მიღებული სტანდარტი და პრაქტიკა. ჯერ დავიწყეთ „მწვანე“ აჭარით და შემდეგ იგივე მოდელი გადავიტანეთ სრულიად საქართველოზე. ეს არ არის სრულფასოვანი ამოქმედება. ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული და ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ერთბაშად 2019 წლის მოცემულობას, იმიტომ რომ ჯერჯერობით, ვებრძვით პანდემიას. ეტაპობრიობა არის მთავარი პრინციპი”, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები