“მარნეულის მერიისთვის ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა პრიორიტეტული საკითხია”

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით გაზრდილ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული მიმართულებით დაკისრებული ფუნქცია- მოვალეობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საინფორმაციო შეხვედრას, მერიის ხელმძღვანელი პირები, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ა(ა)იპ ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს, მუნიციპალიტეტის მიერ ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების და ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კუთხით შემუშავებული სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენდა.

ახალი მუნიციპალური სერვისის დახვეწის მიზნით, მსგავსი შეხვედრები აღნიშნულ საკითხზებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მომავალშიც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები